აშშ-ში, ორეგონის შტატი, მცირე ზომის თვითმფრინავი ასაფრენ ბილიკს გაცდა და მდინარეში ჩავარდა, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, HA-420, Honda-ს, ბიოზნეს ჯეტი სენტ-ჯორჯიდან, სამხრეთ-დასავლეთ ორეგონის რეგიონულ აეროპორტში მიფრინავდა, როდესაც ის ასაფრენი ბილიკიდან მოცურდა და წყალში ჩავარდა.
CNN-ის ინფორმაციით, თვითმფრინავის ბორტზე პილოტის ჩათვლით სულ 5 ადამიანი იმყოფებოდა. მათ მცირე დაზიანებები მიიღეს და საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. აეროპორტმა მუშაობა მას მერე განაახლა, რაც სპეციალურმა სამსახურებმა თვითმფრინავი წყლიდან ამოირეს.