რაგბის ევროპის ჩემპიონთა თასის მატჩის დროს, პარაშუტისტი, რომელიც "სტად დე ტულუზას" მოედნის ცენტრში უნდა დაშვებულიყო, სახურავს გამოედო და დაეკიდა. ინფორმაციას BBC ფაქტის ამსახველ ვიდეო კადრებთან ერთად ავრცელებს.
ინციდენტი ტულუზასა და სეილის მატჩის წინ მოხდა, რის გამოც მატჩის დაწყების დრო 40 წუთით გადაიდო.
სამი პარაშუტისტი მოედნის ცენტრში უნდა დაშვებულიყო და მატჩისთვის ბურთი ჩამოეტანათ, თუმცა ერთ-ერთი პარაშუტისტი კურსს ასცდა და სტადიონის სახურავს გამოედო. ორი მათგანი მოედანზე სცენარის შესაბამისად დაეშვა.
ტრიბუნებზე მყოფი მაყურებლები მაშველებმა დროებით გაიყვანეს, სანამ მათ სპეციალური ტექნიკის გამოყენებით პარაშუტისტი არ ჩამოხსნეს.