09 ივნისი 2026,   02:55
ვრცლად
მკვლელობა ბოლნისში - "კურიერის" ინფორმაციით, დამნაშავე იდენტიფიცირებულა და ის 71 წლის მსხვერპლის გერია

სოფელ მამხუტში, საკუთარ სახლში, მოკლული ქალის ცხედარი მეზობლებმა ნახეს. დანაშაულის ადგილას მისულ ადგილობრივებს მძიმე სურათი დახვდათ.

"კურიერმა" დანაშაულის ადგილზე გადაღებული ფოტო მოიპოვა. ირკვევა, რომ ნასხანუმ სალაჰლი საძინებელში მოკლეს. ოთახში სისხლის კვალი ჩანს და საყოფაცხოვრებო ნივთებია მიმოფანტული.

გავრცელებული ინფორმაციით, 71 ქალს სხეულზე მრავლობითი ჭრილობები დანით ჰქონდა მიყენებული.

ადგილობრივებმა "კურიერთან" მომხდარის დეტალები გაიხსენეს. 71 წლის ქალის ახლობლები ჰყვებიან, რომ მკვლელმა დანაშაულის ჩადენის შემდეგ სახლის კარი გარედან დაკეტა და გასაღები წაიღო. რა გახდა მკვლელობის მოტივი, მეზობლებმა არ იციან, ამბობენ, რომ ნასხანუმ სალაჰლი წლებია მარტო ცხოვრობდა.

"კურიერის" ინფორმაციით, დამნაშავე უკვე იდენტიფიცირებულა და ის 71 წლის ქალის გერია.

სამართალდამცველები დანაშაულის ადგილას მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. გამოიკითხნენ ადგილობრივებიც, ყველა ის პირი, ვისაც მომხდარ დანაშაულზე რაიმე სახის ინფორმაცია ჰქონდა.

სოფელ მამხუტში მომხდარზე, გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

დღის ამბები