თურქეთში, კოჯაელის პროვინციაში, ქათმის შაურმით თითქმის 650 ადამიანი მოიწამლა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, მოწამვლის სიმპტომებით საავადმყოფოს 648 ადამიანმა მიმართა. ამ დროისთვის მათგან მხოლოდ ორი რჩება საავადმყოფოში. მედიის განმარტებით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
საქმესთან დაკავშირებით პოლიციამ ორი პირი დააკავა.