აშშ-ში, სასამართლომ მთავრობისგან მოითხოვა, შეცდომით დეპორტირებული სალვადორელი მიგრანტი უკან დააბრუნოს.
სალვადორელი მიგრანტი, რომელსაც აშშ-ში ცხოვრებისა და მუშაობის უფლება ლეგალურად ჰქონდა მიღებული, ქვეყნიდან შეცდომით გააძევეს. ახლა სასამართლო ავალდებულებს აშშ-ის მთავრობას, მიგრანტის ქვეყანაში დაბრუნება თავად უზრუნველყოს.
აშშ-ის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ მას მიგრანტის უკან დაბრუნების იურიდიული ვალდებულება არ გააჩნია, ამიტომ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს.