22 აგვისტო 2026,   21:51
ვრცლად
ბადრი ჯაფარიძეს პროკურატურამ ბრალი წაუყენა

პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარეს, ბადრი ჯაფარიძეს პროკურატურამ ბრალი წაუყენა. მან საგამოძიებო უწყება ცოტა ხნის წინ დატოვა. საუბარია 349-ე მუხლზე, რომელიც საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას გულისხმობს და ითვალისწინებს ჯარიმას ან ერთ წლამდე პატიმრობას.  

"ბრალი წამიყენეს. ეხება ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე ჩემს არ მისვლას. ამასთან დაკავშირებით აქვთ ბრალი წაყენებული. კონკრეტულად შემდგომი ნაბიჯები რა იქნება პროკურატურის მიერ, არ ვიცი, დაველოდოთ. ყოველ შემთხვევაში, ცხადია, რომ დღევანდელი რეპრესიული რეჟიმი იყენებს პროკურატურას, სასამართლოს ოპონენტების მიმართ ანგარიშსწორებისთვის", - აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.

კომისიის სხდომაზე ჯაფარიძე არ გამოცხადდა, რის შემდეგაც, ის თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის წინაშე დაიკითხა. საქმის ფარგლებში ბრალი უკვე წარდგენილი აქვს მამუკა ხაზარაძეს, რომელსაც სასამართლომ 50 000- ლარიანი გირაო შეუფარდა.

 

 

დღის ამბები