უკრაინაში ომი გრძელდება - ოკუპანტებმა კრივოი როგი დაბომბეს. თავდასხმის სამიზნე ქალაქში მდებარე სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტი გახდა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაიღუპა ოთხი ადამიანი, დაჭრილია 14.
დნიპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის განმარტებით, ქალაქში დაზიანებულია რამდენიმე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი. მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია.
აფეთქებები იყო ხარკოვშიც. დრონი ერთ-ერთ კორპუსს მოხვდა და აფეთქდა. დაიჭრა 5 ადამიანი - მათ შორისაა მცირეწლოვანი ბავშვი.
უკრაინაში ომის დასრულების პირობებზე შეხვედრა შედგა ვაშინგტონში. რუსი მომლაპარაკებელი კირილ დმიტრიევი დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა. როიტერის განმარტებით, დმიტრიევი ყველაზე მაღალი რანგის რუსი ოფიციალური პირია, რომელიც, სამუშაო ვიზიტით, აშშ-ს რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ეწვია.
CNN კი აღნიშნავს, რომ ამ ვიზიტისთვის ამერიკის ხელისუფლებამ დმიტრიევის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები დროებით შეაჩერა.