ომი გრძელდება ახლო აღმოსავლეთში - ისრაელის ძალებმა ლიბანი დაბომბეს. აფეთქებები იყო ბეირუთში, ქვეყნის დედაქალაქში საჰაერო იერიშებს სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არიან დაშავებულები.
რთული ვითარებაა ღაზაში - მედიის მონაცემებით, პალესტინური ანკლავის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქ რაფაჰს მოსახლეობა ტოვებს, ათასობით ადგილობრივმა თვითევაკუაციის გადაწყვეტილება "ცახალის" გაფრთხილების შემდეგ მიიღო.
იერიშები განხორციელდა იემენზეც - ამერიკის ავიაციამ "ჰუსიტების" პოზიციები დაბომბა. დარტყმის სამიზნე იყო სანაასა და ჰაჯაჰის გუბერნიები. წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლის რაოდენობა 12-ს აღწევს.
უკიდურესად დაიძაბა ვითარება ირანთან - თეირანმა უპასუხა დონალდ ტრამპის წერილს, რომელიც მან ჰომენეის ბირთვული პროგრამის შესახებ გაუგზავნა. ირანმა უარყო პირდაპირი მოლაპარაკებების შესაძლებლობა. ამერიკის პრეზიდენტი კი ამბობს, რომ თუ ირანი ბირთვულ შეიარაღებაზე უარს არ იტყვის, ის ირანს დაბომბავს.