22 ივნისი 2026,   19:36
ვრცლად
რუსული უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის შედეგად, კიევში ოთხსართულიანი შენობა დაიწვა

სანამ მხარეები შეთანხმებას მიაღწევენ, უკრაინაში ომი გრძელდება. რუსული უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის შედეგად, კიევში ოთხსართულიანი შენობა დაიწვა.

თავდასხმა განხორციელდა ზაპოროჟიეს ოლქზეც, შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 14 წლის გოგონა. დაშავებულია 12 ადამიანი. ადგილზე სამაშველო სამუშაოები გრძელდება. 3 დაღუპული და 4 დაშავებულია სუმის ოლქში. რუსეთმა იერიში უპილოტო საფრენი აპარატებით მიიტანა.

დღის ამბები