21 ივნისი 2026,   17:37
ვრცლად
სერბეთში საპროტესტო აქციები გრძელდება - პრეზიდენტი ვუჩიჩი ქვეყანაში მიმდინარე დემონსტრაციებს ქვეყნის გარედან ორგანიზებულად აფასებს

საპროტესტო აქცია სერბეთში - დემონსტრანტები ამჯერად ბელგრადში შეიკრიბნენ. რკინიგზის სადგურის სახურავის ჩამონგრევის გამო გამართულ აქციებში ათობით ათასი ადამიანი მონაწილეობს.

სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი ამბობს, რომ ქვეყანაში მიმდინარე დემონსტრაციები ქვეყნის გარედან არის ორგანიზებული.

გასული წლის ნოემბერში ნოვი სადში რკინიგზის სადგურის ჩამონგრევის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი ბავშვი. აქციის მონაწილეები დამნაშავეების დასჯას ითხოვენ.

დღის ამბები