გენერალი კიტ კელოგი უკრაინაში სპეციალურ წარმომადგენლად დაინიშნა - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს. დონალდ ტრამპის თქმით, გენერალი კელოგი იმუშავებს ზელენსკისა და უკრაინის ხელმძღვანელობასთან.
"გენერალი კელოგი, მაღალი რეპუტაციის მქონე სამხედრო ექსპერტი უშუალოდ ითანამშრომლებს პრეზიდენტ ზელენსკისა და უკრაინის ხელმძღვანელობასთან. ის კარგად იცნობს მათ და მათ შორის ძალიან კარგი სამუშაო ურთიერთობა არსებობს", – აღნიშნავს დონალდ ტრამპი.