აშშ-ში, მისისიპის შტატში, სამედიცინო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.
სამოქალაქო ავიაციის ფედერალური სამსახურის ინფორმაციით, Eurocopter EC-135-ი ტიპის ვერტმფრენი ორშაბათს, ადგილობრივი დროით 13:15 საათზე, მედისონის ოლქში, ტყის მასივში ჩამოვარდა.
მედიის ცნობით, ვერტმფრენის ბორტზე პაციენტი არ იმყოფებოდა. გარდაცვლილები ეკიპაჟის ორი წევრი და პილოტი არიან.