საფრანგეთი უკრაინას 195 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას გაუწევს, რომლის გადახდა გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული პროცენტის გამოყენებით მოხდება, - უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა ერთ-ერთ მედიასაშუალებასთან ინტერვიუში განაცხადა.
თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი ამბობს, რომ საფრანგეთი უკრაინას საარტილერიო ჭურვებს და, მოიერიშე თვითმფრინავებისთვის, საავიაციო ბომბებს მიაწვდის.
გარდა ამისა, საფრანგეთი დააჩქარებს მსუბუქი ტანკებისა და ჯავშანტრანსპორტიორების გადაცემას.
ქვეყანა ასევე გაზრდის სამხედრო ტექნიკის წარმოებას, როგორც უკრაინის, ასევე საკუთარი არმიის მხარდასაჭერად.