რუმინეთის ხელახალ საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა წარადგინა კალინ ჯორჯესკუმ, - ინფორმაციას საერთაშორისო გამოცემა Reuters-ი ავრცელებს. ჯორჯესკუს წინააღმდეგ რუმინეთში გამოძიება 6 ბრალდებით მიმდინარეობს, მათ შორის არის ფაშისტური ორგანიზაციის წევრობისა და საარჩევნო დაფინანსების შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელების ბრალდებებიც.
რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 24 ნოემბერს ჩატარდა, რომელშიც ყველასთვის მოულოდნელად, 22%-ით დამოუკიდებელმა მემარჯვენე კანდიდატმა, კალინ ჯორჯესკუმ გაიმარჯვა. რუმინეთის სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები რუსეთის შესაძლო გავლენის შიშის გამო გააუქმა.