21 ივნისი 2026,   18:23
ვრცლად
თვითმფრინავში ქალის გაშიშვლებამ რეისის გადადება გამოიწვია - შემთხვევა აშშ-ში მოხდა

აშშ-ში, Southwest Airlines-ის ბორტზე ქალი გაშიშვლდა, რის გამოც ფრენა გადაიდო და თვითმფრინავი ტერმინალში დაბრუნდა. ინფორმაციას nbcnews-ი ავრცელებს.

მგზავრების მიერ გადაღებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ქალი მთლიანად გაშიშვლებულია, თვითმფრინავის სალონში გადაადგილდება და ყვირის.

მედიის ცნობით, შემთხვევის გამო ფრენა 1 საათზე მეტი ხნით გადაიდო.

პოლიციის ინფორმაციით, ქალი რეისიდან მოხსნეს და ნეიროფსიქიატრიულ ცენტრში გადაიყვანეს, სადაც მას გამოკვლევები ჩაუტარდება.

 

დღის ამბები