ტერორისტული დაჯგუფება "ჰამასი" მძევლების დახოცვით იმუქრება იმ შემთხვევაში, თუ ისრაელი ღაზის სექტორში ბრძოლებს განაახლებს. ისრაელის ხელისუფლების ცნობით, ღაზაში ამ დროისთვის 24 მძევალი იმყოფება.
მედიის მონაცემებით, ტერორისტების ხელშია 35 გატაცებული ადამიანის ცხედარი. ცოცხალ ტყვეებს შორისაა ახალგაზრდა ჯარისკაცი, რომელსაც ისრაელისა და გერმანიის მოქალაქეობა აქვს. ასევე, ერთი არის ტაილანდის მოქალაქე.
ისრაელსა და "ჰამასს" შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირველი ეტაპი პირველ მარტს დასრულდა, თუმცა მხარეები პროცესის გაგრძელებაზე ჯერჯერობით ვერ შეთანხმდნენ.