11 აგვისტო 2026,   12:20
ვრცლად
კომუნიკაციების კომისიამ წყალტუბოს საბიბლიოთეკო გაერთიანების თანამშრომლები ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენებასა და ციფრულ წიგნიერებაში გადაამზადა

კომუნიკაციების კომისიამ წყალტუბოს საბიბლიოთეკო გაერთიანების თანამშრომლები ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენებასა და ციფრულ წიგნიერებაში გადაამზადა.

"ციფრული მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, ბენეფიციარები გაეცნენ ინტერნეტში ინფორმაციის მოძიებას, "გუგლის" აპლიკაციებით სარგებლობასა და სოციალური პლატფორმების მიზნობრივად გამოყენებას.

პროგრამა წყალტუბოში მარტის ბოლომდე გაგრძელდება. ამ ეტაპისთვის, მუნიციპალიტეტში, საერთო ჯამში, 600-ზე მეტი პირია გადამზადებული.

დღის ამბები