ბოლივიაში, სამგზავრო ავტობუსისა და მსუბუქი ავტომობილის შეჯახების შედეგად, სულ მცირე, 31 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, შეჯახების შედეგად ავტობუსი დაახლოებით 500 მეტრის სიმაღლიდან ხრამში გადავარდა. ავარიის შედეგად, დაშავებულია 22 ადამიანი, მათ შორის, ავტომობილის მძღოლიც.
პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ავარიის ყველაზე ახალგაზრდა მსხვერპლი 11 წლის ბიჭია. პოლიციამ ავტომობილის მძღოლი დააკავა, რომელსაც ფეხი აქვს დაზიანებული და საავადმყოფოში იმყოფება. ის 23 წლის მამაკაცია.