22 ივნისი 2026,   08:29
ვრცლად
American Airlines-ის თვითმფრინავზე უბილეთოდ მოხვედრის მცდელობისთვის წყვილი დააკავეს - შემთხვევა აშშ-ში მოხდა

აშშ-ში, American Airlines-ის თვითმფრინავზე წყვილი ნებართვის გარეშე მოხვედრას ცდილობდა, რამაც ფიზიკური დაპირისპირება გამოიწია. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, შეხლა-შემოხლის დროს, ერთ-ერთმა მათგანმა ავიაკომპანიის თანამშრომელს ყავა გადაასხა. წყვილი პოლიციამ დააკავა.

ინციდენტი კვირას, მაიამის საერთაშორისო აეროპორტში მოხდა. American Airlines-ის რეის 2494-ი, მაიამიდან კანკუნის მიმართულებით უნდა გაფრენილიყო.

დღის ამბები