უკრაინაში ომი გრძელდება - ოდესაზე ოკუპანტის თავდასხმის შედეგად, 4 ადამიანი დაშავდა. განადგურდა კერძო სახლები და მეურნეობები. რუსეთის ძალებმა იერიშები განახორციელეს დრონებით, დაზიანებულია სუმის ოლქის ენერგოსისტემა, მოსახლეობას ამ დრომდე არ მიეწოდება ელექტროენერგია.
უპილოტო საფრენი აპარატის აფეთქების შედეგად, დაზიანდა ერთ-ერთი საბავშვო პოლიკლინიკა. ადგილზე გაჩნდა ხანძარი. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.