ლოს-ანჯელესში ამერიკის კონოაკადემიის პრიზით, "ოსკარით" დაჯილდოების 97-ე ცერემონია, ცოტა ხნის წინ დასრულდა.
საუკეთესო ფილმად რეჟისორ შონ ბეიკერის "ანორა" დასახელდა. ფილმში მთავარი როლის შემსრულებელმა, მაიკი მედისონმა საუკეთესო ქალი მსახიობების ნომინაციაში "ოსკარი" მოიპოვა.
საუკეთესო რეჟისორად შონ ბეიკერი დასახელდა. "ანორამ" კიდევ ორ ნომინაციაში გაიმარჯვა. ფილმს "ოსკარი" ერგო საუკეთესო ორიგინალური სცენარისა და საუკეთესო მონტაჟისთვისაც.
მამაკაცის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის ფილმში "ბრუტალისტი", "ოსკარი" ედრიენ ბროუდის გადაეცა.