ისრაელის ხელისუფლებამ ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება შეაჩერა. გადაწყვეტილების მიზეზად ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების პირველი ეტაპის ამოწურვა სახელდება.
მანამდე, "ჰამასმა" უარი თქვა შეერთებული შტატების ელჩის წინადადებაზე – გახანგრძლივებულიყო მხარეებს შორის 15 თებერვალს გაფორმებული ზავი, რომელიც ტყვეების გაცვლასა და კონფლიქტის ზონაში ომის დასრულებას გულისხმობდა.