ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა "გენდერული თანასწორობის შესახებ" კანონში შესატან ცვლილებაზე იმსჯელა.
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, კანონის სათაურში და ტექსტში, ტერმინი -"გენდერული თანასწორობა" იცვლება "ქალისა და მამაკაცის თანასწორობით".
"ქალისა და მამაკაცის თანასწორობა" განმარტებული იქნება, როგორც ადამიანის უფლებათა ნაწილი, რომელიც გულისხმობს ქალისა და მამაკაცის თანასწორ უფლება-მოვალეობებს, პასუხისმგებლობას და თანასწორუფლებიან მონაწილეობას პირადი და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს.