ისრაელს ტერორისტული ორგანიზაცია "ჰამასი" ოთხი მძევლის ცხედარს დღეს გადასცემს. საპასუხოდ ისრაელის ციხეს 602 პალესტინელი პატიმარი დატოვებს.
პუმანიტარული პროცესი ეგვიპტის შუამავლობით გაიმართება. რამდენიმე დღის წინ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ პალესტინელების ციხიდან გამოშვება იქამდე გადაიდება, ვიდრე "ჰამასი" ტყვეების გათავისუფლებისას, პიროვნების ღირსების შემლახავი ე.წ. ცერემონიების გამართვას არ შეწყვეტს.