31 აგვისტო 2026,   03:34
ვრცლად
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გაერო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს 58-ე სესიის ფარგლებში, გაერო-ს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტიერეშს შეხვდა.

"საუბარი შეეხო გაერთიანებული ერების ორგანიზაციასა და მის ინსტიტუტების საქმიანობაში საქართველოს მონაწილეობას, ასევე ორგანიზაციის მნიშვნელოვან როლს მსოფლიოში მშვიდობისა და განვითარების უზრუნველსაყოფად.

მინისტრმა, გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა საქართველოს მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის. საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას.

შეხვედრაზე მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს გაერო-ს აქტიურ ჩართულობას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში.

მინისტრმა გენერალური მდივანი საქართველოში მიიწვია და კიდევ ერთხელ აღუთქვა ქართული მხარის მზაობა განაგრძოს ორგანიზაციის ინიციატივების მხარდაჭერა და აქტიური ჩართულობა მსოფლიოში მშვიდობის, განვითარების და გლობალური გამოწვევების დასაძლევად", - აღნიშნულია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

დღის ამბები