არჩევნების შედეგები გერმანიაში - შედეგების გამოცხადებას "ქრისტიან დემოკრატიული" პარტია ოვაციებით შეხვდა. წინასწარი მონაცემებით,ით დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. გერმანიის მომდევნო კანცლერი პოლიტიკური გაერთიანების ლიდერი ფრიდრიხ მერცი გახდება.
ოლაფ შოლცის "სოციალ დემოკრატიულმა" გაერთიანებამ საკუთარი ისტორიული მარცხი აღიარა. ჯგუფმა ხმების 16%-ით 630 კაციან ბუნდესტაგში მხოლოდ 120 ადგილი აიღო. შოლცი თანამდებობას ტოვებს. პარტიისთვის კი ამგვარი დაბალი შედეგი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უპრეცედენტოა.
საკანონმდებლო ორგანოში მეორე ადგილს ულტრამემარჯვენეები დაიკავებენ. წინასწარი მონაცემებით, მათ ხმების 21% აქვთ და ბუნდესტაგში 152 ადგილი ეკუთვნით. ეს წინა არჩევნებთან შედარებით გაორმაგებული შედეგია.
განხილვის საგანია არჩევნების შემდეგ გერმანიის საგარეო და საშინაო პოლიტიკა, რომელიც გამარჯვებულმა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა ჩამოაყალიბოს. კენჭისყრის წინა დღეს მერცი წინასაარჩევნო დასკვნით შეხვედრაზე ამომრჩევლებს მიუნხენში, ბარ "ლოვენ ბრაუ კელერში" შეხვდა, და პირობა დადო, რომ ევროპა ამერიკა-რუსეთის მოლაპარაკებებში საკუთარ ადგილს მოითხოვს.
არჩევნებამდე მერცმა და შოლცმა საჯაროდ განაცხადეს, რომ ერთ სამთავრობო კაბინეტში არ იმუშავებენ. გერმანიის ისტორიაში ყველაზე არაპოპულარული კანცლერი თანამდებობის დატოვების შემდეგ ახალი მთავრობის პირობებში მინისტრის პორტფელს არ მიიღებს.