14 აგვისტო 2026,   00:37
ვრცლად
თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის პროცესი გაიმართა

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის პროცესი გაიმართა. თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებს საქმეზეა ბრალდებული.

სხდომაზე გამოიკვლიეს დაცვის მხარის წერილობითი მტკიცებულებები, ასევე, განიხილეს აუდიოჩანაწერი, რომელიც ბაჩიაშვილის მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილსა და მას შორის შემდგარ საუბარს ასახავს. ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის განცხადებით, საქმეზე წარდგენილი აუდიოჩანაწერი არაავთენტური და დამონტაჟებულია. მისივე თქმით, დეზინფორმაციული კამპანიის მიზანი აჟიოტაჟის შექმნის მცდელობაა.

გიორგი ბაჩიაშვილისთვის წარდგენილი ბრალდება 2017 წელს განხორციელებულ ქმედებას ეხება. პროკურატურის ინფორმაციით, მითვისებული ბიტკოინის ღირებულება, იმ პერიოდში, 43 მილიონი დოლარი იყო.

დღის ამბები