22 ივნისი 2026,   10:41
ვრცლად
ისრაელი არ გაათავისუფლებს 620 პალესტინელ პატიმარს, სანამ "ჰამასი" მძევლების შემდგომ გათავისუფლებას "დამამცირებელი ცერემონიების გარეშე" არ უზრუნველყოფს - ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადება

ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისი განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ისრაელი არ გაათავისუფლებს 620 პალესტინელ პატიმარს, სანამ "ჰამასი" მძევლების შემდგომ გათავისუფლებას "დამამცირებელი ცერემონიების გარეშე" არ უზრუნველყოფს.

"ჰამასმა" ისრაელს გუშინ 6 მძევალი გადასცა. ისინი ბოლო ცოცხალი მძევლები იყვნენ, რომლებიც ცეცხლის შეწყვეტის პირველ ეტაპზე უნდა გაეთავისუფლებინათ, ოთხი დაღუპული მძევლის ცხედარი კი ისრაელისთვის მომავალ კვირას უნდა გადაეცათ.

"ჰამასის" პრესსპიკერმა ისრაელი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების დარღვევაში დაადანაშაულა და თქვა, რომ ისრაელელი მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ პალესტინელი პატიმრები არ გაათავისუფლეს, როგორც ამას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ითვალისწინებდა.

დღის ამბები