თბილისში, მამაკაცმა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი ქალი ცივი იარაღით დაჭრა. დაჭრილი კლინიკაში გადაიყვანეს.
"რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, 40 წლამდე მამაკაცმა ქალს ჭრილობები მათი საერთო შვილის თვალწინ მიაყენა.
პოლიციამ მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავა. როგორც "რუსთავი 2-ს" შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19/108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.