23 ივნისი 2026,   22:16
ვრცლად
თურქეთში "ქურთისტანის მუშათა პარტიის" წინააღმდეგ სპეცოპერაციები გრძელდება - პოლიციამ 300-მდე ეჭვმიტანილი დააკავა

თურქეთში "ქურთისტანის მუშათა პარტიის" წინააღმდეგ სპეცოპერაციები გრძელდება. პოლიციამ ქვეყნის ფარგლებში ჩატარებული ოპერაციის შედეგად, სამასამდე ეჭვმიტანილი დააკავა.

თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, რეიდები ხუთი დღის განმავლობაში, თურქეთის 51 პროვინციაში ჩატარდა. სპეცოპერაცია მიმდინარეობდა სტამბოლში, ანკარასა და დიარბაქირში.

ოპერაციის ფარგლებში სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღის რამდენიმე ერთეული და დიდი რაოდენობით ციფრული მასალა ამოიღეს.

თურქეთის ხელისუფლება "ქურთისტანის მუშათა პარტიას" ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებს.

დღის ამბები