23 ივნისი 2026,   21:15
ვრცლად
"ჰამასი" მზად არის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მეორე ეტაპის ფარგლებში, ღაზაში დარჩენილი ყველა მძევალი გაათავისუფლოს" - Al Jazeera

"ჰამასი" მზადაა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მეორე ეტაპის ფარგლებში, ღაზაში დარჩენილი ყველა მძევალი გაათავისუფლოს", - წერს Al Jazeera ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით.

ტექსტში ასევე აღნიშნულია, რომ მძევლების ერთბაშად გაცვლამ, შეთანხმების მიხედვით, ცეცხლის მუდმივი შეწყვეტა და ღაზადან ჯარების სრული გაყვანა უნდა გამოიწვიოს.

მანამდე, ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისმა დაადასტურა, რომ კაიროში გამართული არაპირდაპირი მოლაპარაკებების შედეგად, "ჰამასი" შაბათს ექვს მძევალს გაათავისუფლებს, ხვალ კი ისრაელს 4 მძევლის ცხედარი უნდა გადასცეს.

დღის ამბები