22 ივნისი 2026,   11:36
ვრცლად
ვოლოდიმირ ზელენსკი რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიწვევით ანკარაში ჩავიდა

ვოლოდიმირ ზელენსკი რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიწვევით ანკარაში ჩავიდა. თურქი და უკრაინელი კოლეგები ერთმანეთს დღეს შეხვდებიან. ისინი განიხილავენ თანამშრომლობისა და ორმხრივი კავშირების გაუმჯობესების გზებს, უკრაინის უახლოეს მოვლენებს, ასევე რეგიონულ და გლობალურ საკითხებს.

თურქეთი ეძებს გზებს რუსეთსა და უკრაინას შორის შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებებში უფრო აქტიურად ჩასართავად, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა.

ჰაკან ფიდანმა აღნიშნა, რომ თურქეთს სურს უმასპინძლოს მოლაპარაკებებს, ასევე იმუშაოს ისეთ შეთანხმებებზე, როგორიცაა მხარეებს შორის ტყვეების გაცვლა. 

დღის ამბები