მსოფლიო რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მოლოდინშია - მოლაპარაკებები დაწყებულია. დაანონსებულია დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი უკრაინელ კოლეგასაც შეხვდება და შემდეგ პოზიციები შეჯერდება.
ვოლოდიმირ ზელენსკი სამმხრივ მოლაპარაკებებს ითხოვს, ანუ უკრაინის პრეზიდენტს სურს, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან მოსკოვი და კიევი, ვაშინგტონის მედიაციით, ერთდროულად დასხდნენ.
"მხოლოდ ერთ რუსს შეხვედრები – პუტინს, მაშინ, როდესაც მექნება ზოგადი გეგმა ტრამპთან და ევროპასთან ერთად. შემდეგ პუტინთან დავჯდები და ჩვენ ომს შევწყვეტთ. მზად ვარ, შევხვდე მხოლოდ ასეთ პირობებში და არა სხვა კომპრომისის პირობებში. ომი უკრაინაში არ არის მხოლოდ ორი სახელმწიფოს კონფლიქტი, არამედ ერთი ქვეყნის მიერ მეორეზე თავდასხმაა. ამიტომ ჩვენ არ გვჭირდება შუამავალი, ჩვენ გვჭირდება შეერთებული შტატები იყოს ჩვენ მხარეს. ტრამპმა მითხრა, რომ შემიძლია, ნებისმიერ დროს დავურეკო. იმედი მაქვს, რომ ტრამპი ნამდვილად დაგვეხმარება. ვხედავ, რომ ის ძლიერი ადამიანია. და თუ ის ჩვენს მხარეს იქნება და არ იქნება შუაში, ვფიქრობ, რომ ზეწოლას მოახდენს პუტინზე, რომ მან ომი დაასრულოს. მას შეუძლია ამის გაკეთება", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენკიმ.