14 აგვისტო 2026,   09:29
ვრცლად
საბოტაჟისა და მტრულ საქმიანობაში დახმარების საქმეზე პროკურატურაში ბიძინა გიორგობიანის გამოკითხვა მიმდინარეობს

საბოტაჟისა და მტრულ საქმიანობაში დახმარების საქმეზე პროკურატურაში გამოკითხვები გრძელდება. უწყებაში, უკვე ერთი საათია, "ნეიტრალური საქართველოს" წევრი, ბიძინა გიორგობიანი იმყოფება, რომელმაც ჩვენება გუშინაც მისცა.

"ჩემი გამოკითხვა დღეს დასრულდება. თუ საჭირო გახდება, მე შემიძლია, მომავალ კვირაშიც გავაგრძელო. დღეს გამოიკითხება ჩვენი საზოგადოებრივი ორგანიზაციის კიდევ ერთი დამფუძნებელი და ამით, მგონი, ჩვენ მიერ წარდგენილი დოკუმენტებისა და მტკიცებულებების ჩამონათვალი იქნება სრულყოფილი. განაჩენი შემდეგ უკვე ძიების საქმეა - კვალიფიკაციაც და კონკრეტულ პერსონებზე საუბარი", - განაცხადა ბიძინა გიორგობიანმა.

მოძრაობის მიმართვის საფუძველზე, პროკურატურამ გამოძიება 8 თებერვალს დაიწყო, გამოძიების შეკითხვებს უკვე უპასუხა საჩივრის სამმა ავტორმა.

დღის ამბები