21 ივნისი 2026,   15:05
ვრცლად
NED-ში აცხადებენ, რომ, დაფინანსების შეჩერების ფონზე, ხელფასებს ვერ გადაიხდიან და მთავარ ხარჯებს ვერ დაფარავენ

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციამ NED-ს დაფინანსება შეუჩერა. სახაზინო დეპარტამენტმა თანხების გაცემაზე უარი განაცხადა.

"დემოკრატიის ეროვნულ ფონდში" აცხადებენ, რომ გადაწყვეტილების ფონზე ვერ გადაიხდიან ხელფასებს და ვერ დაფარავენ მთავარ ხარჯებს.

შეგახსენებთ, ფონდი 1983 წელს, ორპარტიული მხარდაჭერით და ასევე, პრეზიდენტ რონალდ რეიგანის მხარდაჭერით შეიქმნა. ცივი ომის შემდეგ ფონდმა გააფართოვა თავისი მისია და გრანტები გასცა პროდემოკრატიული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ირანში, ჩინეთში, ვენესუელასა და კუბაში ავტორიტარული სისტემების წინააღმდეგ.

დღის ამბები