უკრაინის პრეზიდენტი არ აღიარებს მოსკოვისა და ვაშინგტონის ორმხრივ სამშვიდობო შეთანხმებას კიევის ჩართულობის გარეშე. ვოლოდიმირ ზელენსკი ასევე მოუწოდებს ევროპას, ჰქონდეს ადგილი ომის დასრულების მოლაპარაკებების მაგიდასთან.
"მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი პუტინის გეგმის მიხედვით არ წავიდეს, რომელშიც მას სურს ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ მისი მოლაპარაკებები ორმხრივი იყოს – მას და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. ჩვენ გარეშე უბრალოდ ვერ შეძლებთ რაიმე შეთანხმების მიღებას.
მე მჯერა, რომ ევროპელები უნდა იყვნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან, რადგან ჩვენ ვართ ევროპის ნაწილი და აუცილებლად ვიქნებით ევროკავშირის წევრი.
ტრამპს ვუთხარი ”უსაფრთხოების გარანტიები უდავოდ პრიორიტეტულია ჩვენთვის და ჩვენ ვერ ვხედავთ გარანტიებს თქვენს გარეშე. რა არის ისინი? მოდით ვისაუბროთ." მე ვიცი, რომ ამერიკელებს... არ სურთ, რომ ნატოში ვიყოთ. ასე ძალიან გაგვიჭირდება.
საუბარში მას არ უთქვამს, რომ პრიორიტეტი პუტინი და რუსეთი იყო. და დღეს ჩვენ ვენდობით ამ სიტყვებს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ აშშ-ს მხარდაჭერა. ის ფაქტი, რომ ის პირველად რუსეთს ესაუბრა ძალიან უსიამოვნოა", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკმა.
სამშვიდობო მოლაპარაკებებზე საუბრის დაწყების მიუხედავად, უკრაინაში ომი გრძელდება, საჰაერო განგაში ღამით რამდენიმე ოლქში, მათ შორის კიევში, ბალისტიკური რაკეტებისა და დრონების საფრთხის გამო ჩაირთო.
დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებები, დაფიქსირდა 120-მდე აფეთქება.
უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში, ფრონტზე სულ 107 საბრძოლო შეტაკება განხორციელდა.