მოლაპარაკებისას, ჩვენ უნდა დავაყენოთ უკრაინა საუკეთესო შესაძლო მდგომარეობაში, - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ჩრდილოატლანტიკური კავშირის თავდაცვის მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, მოლაპარაკებები წარმატებული იქნება და მნიშვნელოვანია, რომ სამშვიდობო შეთანხმება შედგეს.
NATO-ს გენერალური მდივნის განცხადებით, ჩრდილოატლანტიკური გაერთიანების მოკავშირეებმა "სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ" პრეზიდენტი ტრამპის ინიციატივა გაითვალისწინეს და აღნიშნეს, რომ საჭიროა სასტიკი აგრესიული ომი დასრულდეს სამართლიანი და ხანგრძლივი გზით.
რუტემ ასევე ისაუბრა, რომ ალიანსმა ვალდებულება აიღო, მისცეს უკრაინას NATO-ს წევრობა მომავალში, თუმცა არასდროს დაჰპირებია, რომ ეს რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების პირობით მოხდება.
"არასდროს ყოფილა შეთანხმება იმაზე, რომ როდესაც სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყებოდა, ეს მოლაპარაკებები აუცილებლად NATO-ს წევრობით დასრულდებოდა. რასაც მე მუდმივად ვამბობ, არის ის, რომ უნდა დავრწმუნდეთ, რომ რა შედეგიც არ უნდა დადგეს, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისათვის, რომ ვლადიმირ პუტინმა არასოდეს, არასოდეს სცადოს უკრაინაზე თავდასხმა. ეს მნიშვნელოვანია", - განაცხადა რუტემ.