ბელგიის სამმა მთავარმა პროფკავშირმა ბრიუსელში გაფიცვა გამოაცხადა. შეფერხებით მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. გაუქმდა ათობით ავიარეისი. შეწყვეტილია სასწავლო პროცესიც.
საპროტესტო აქციები ბელგიაში მთავრობის ინიციატივას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში საპენსიო ასაკი უნდა გაიზარდოს.
მას შემდეგ ყოველი თვის 13 რიცხვში ბრიუსელში პროფკავშირები იფიცებიან, რაც ქალაქში სატრანსპორტო კოლაფსს იწვევს.