21 ივნისი 2026,   17:19
ვრცლად
დონალდ ტრამპს ამერიკული სამხედრო მხარდაჭერის სანაცვლოდ უკრაინისგან მინერალების მარაგების მიღება სურს

უკრაინელები, შესაძლოა, ოდესღაც რუსეთის ნაწილი გახდნენ - ეს განცხადება შტატების პრეზიდენტმა Fox News-თან ინტერვიუში გააკეთა. დონალდ ტრამპის თქმით, შტატებმა ბევრი ფული ჩადო უკრაინის დახმარებაში, ახლა ამერიკული სამხედრო მხარდაჭერის სანაცვლოდ უკრაინისგან მინერალების მარაგების მიღება სურს.

პარალელურად, ტრამპმა ხელი მოაწერა იმპორტირებული ფოლადის და ალუმინის 25 პროცენტით დაბეგვრის განკარგულებას. ახალი საბაჟო ტარიფი ვრცელდება ყველა ქვეყანაზე, საიდანაც ამ პროდუქციის იმპორტირება ხდება.

შეერთებული შტატებისთვის ფოლადის და ალუმინის უმსხვილესი მიმწოდებლები არიან მეზობელი კანადა და მექსიკა. ასევე, სამხრეთი კორეა. ამას გარდა, ტრამპმა მეტალებზე "ჩრდილო ამერიკული" სტანდარტი დააწესა, რაც იმას გულისხმობს, რომ ამერიკაში მხოლოდ დამუშავებული მეტალი უნდა შევიდეს.

დღის ამბები