21 ივნისი 2026,   16:19
ვრცლად
რობერტ ფიცო ილონ მასკს წერილით მიმართავს - ის სლოვაკეთში მომუშავე NGO-ებისა და მედიისთვის გაცემული გრანტების შესახებ ინფორმაციას ითხოვს

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ილონ მასკს წერილით მიმართავს.

"სადავოა, რომ USAID-ის რესურსები სლოვაკეთში პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენებოდა, პოლიტიკური სისტემის დამახინჯებისა და გარკვეული პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ.

მიზანშეწონილად მიმაჩნია გთხოვოთ ინფორმაციის მოწოდება, სლოვაკეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, მასმედიისა და ცალკეული ჟურნალისტებისთვის გაცემული სუბსიდიებისა და გრანტების შესახებ", - წერს რობერტ ფიცო.

დღის ამბები