23 ივნისი 2026,   21:18
ვრცლად
კოსოვოს საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა, თუმცა, მთავრობის ჩამოსაყალიბებლად კოალიციის შექმნა მოუწევს

კოსოვოში საპარლამენტო არჩევნებში წინასწარი შედეგებით, მმართველმა პარტიამ ხმების უმრავლესობა აიღო, თუმცა ვერ შეძლო საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვება, შესაბამისად, პარტიას მთავრობის ჩამოსაყალიბებლად კოალიციის შექმნა მოუწევს.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, მმართველმა "სოციალურ-დემოკრატიულმა პარტიამ" ხმების 42 პროცენტი აიღო.

მეორე და მესამე ადგილზე "კოსოვოს დემოკრატიული ლიგა" და "კოსოვოს დემოკრატიული პარტია" გავიდნენ 22 და 18%-იანი მხარდაჭერით.

დღის ამბები