ვაშინგტონში USAID-ის მთავარი ოფისი დაკეტილია. ჩამოხსნილია ორგანიზაციის ლოგო და დროშა, რაც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას უკავშირდება.
ადმინისტრაციამ ხუთშაბათს უცხოური დახმარების სააგენტოს თანამშრომლებისთვის გაგზავნილ შეტყობინებაში განაცხადა, რომ იგი USAID-ის 10 000-ზე მეტი თანამშრომლიდან, მხოლოდ 611 შეინარჩუნებდა. 2,200 თანამშრომელი კი ანაზღაურებად შვებულებაში იმყოფება. თუმცა, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ თანამშრომლების ადმინისტრაციულ შვებულებაში გაშვების გადაწყვეტილება შეაჩერა.
სასამართლომ ასევე მოითხოვა შვებულებაში უკვე გაშვებული 500 სხვა თანამშრომლის 15 თებერვლამდე აღდგენა.