ტრამპის ადმინისტრაცია გააუქმებს სამიზნე ჯგუფს, რომელიც რუსი ოლიგარქების სანქცირებაზე მუშაობდა. ინფორმაციას reuters ავრცელებს.
როგორც სააგენტო წერს, იუსტიციის სამინისტრო, ჯგუფს უფლებამოსილებას ტრამპის გადაწყვეტილების საფუძველზე უჩერებს.
ჯგუფი 2022 წელს, მას შემდეგ შეიქმნა, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. ბაიდენის მოტივაცია იყო სპეციალისტებს პუტინთან დაახლოებული ოლიგარქების მიმართ დაწესებული სანქციების აღსრულებაზე ემუშავათ.