21 ივნისი 2026,   16:25
ვრცლად
"არ შეიძლება არსებობდეს ცალმხრივი გეგმა, თუნდაც შეერთებული შტატების მხრიდან" - ვოლოდიმირ ზელენსკი ომის დასრულების შესაძლებლობაზე

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ტრამპს ომის დასრულებასთან დაკავშირებით ჯერ არ აქვს ოფიციალური გეგმა. ამასთან ერთად, ვოლოდიმირ ზელენსკი განმარტავს, რომ არ შეიძლება არსებობდეს ცალმხრივი გეგმა, თუნდაც შტატების ავტორობით.

განცხადება უკრაინის ლიდერმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

ზელენსკიმ რუსეთზეც ისაუბრა და თქვა, რომ პუტინს მასთან ომის დასრულებაზე საუბრის ეშინია. როგორც ზელენსკი ამბობს, კიევს ომის დასრულების საკითხზე აქტიური კომუნიკაცია შტატების ადმინისტრაციასთან აქვს. მისი თქმით, უკრაინის საკითხებში პრეზიდენტ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი უახლოეს მომავალში კიევში ჩავა.

"რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ხედვა. არის კონკრეტული საკითხები, რომლებიც ამერიკულ მხარესთან ერთად უკვე განვიხილეთ. ჯერ კიდევ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე. ჩვენ ერთმანეთის მოსმენის საშუალება გვქონდა. გავიგეთ ერთმანეთის ხედვა მნიშვნელოვან თემებზე, იმ პრიორიტეტებსა და საკითხებზე რაზეც უკრაინელი ხალხის მხრიდან დათმობა ვერ იქნება. არ შეიძლება არსებობდეს ცალმხრივი გეგმა, თუნდაც შეერთებული შტატების მხრიდან," - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

 

დღის ამბები