21 ივნისი 2026,   17:36
ვრცლად
ტრამპის განცხადებას, რომელიც ღაზის მოსახლეობის გადასახლებას ეხებოდა, მსოფლიო მასშტაბით პროტესტი მოჰყვა

მსოფლიო მასშტაბით პროტესტი მოჰყვა დონალდ ტრამპის განცხადებას, რომელიც ღაზის მოსახლეობის გადასახლებას ეხებოდა. პალესტინელებმა, არაბულმა და ევროპულმა სახელმწიფოებმა დაგმეს შტატების პრეზიდენტის წინადადება.

ტრამპმა ღაზის სექტორის კონტროლის გეგმის შესახებ განცხადება ისრაელის პრემიერ-მინისტრთან გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

ბენიამინ ნეთანიაჰუს აზრით, ტრამპის იდეა შესანიშნავია და ის მიესალმება ღაზის სექტორიდან პალესტინელი მოსახლეობის დროებითი გაყვანის გეგმას.

ცნობისტვის, თეთრ სახლში, შეერთებული შტატებისა და ისრაელის პირველი პირების შეხვედრის მთავარი თემა ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკება და ტერიტორიიდან პალესტინელების სამუდამო გადასახლება იყო. ერთობლივ ბრიფინგზე ასევე ითქვა, რომ ვაშინგტონი ღაზას საკუთარი კონტროლის ქვეშ მოაქცევს და ის იქნება პასუხისმგებელი ყველაფერზე. 

 

დღის ამბები