21 ივნისი 2026,   16:12
ვრცლად
ეგეოსის ზღვაში ძლიერი მიწისძვრა დაფიქსირდა, რომელიც რამდენიმედღიანი უწყვეტი ბიძგების პირობებში ყველაზე ძლიერია

ეგეოსის ზღვაში, საბერძნეთის კუნძულებს ამორგოსსა და სანტორინს შორის ძლიერი მიწისძვრა დაფიქსირდა, რომელიც რამდენიმედღიანი უწყვეტი ბიძგების პირობებში ყველაზე ძლიერია.

BBC-ის ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრემ 5.2 მაგნიტუდა შეადგინა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ძლიერი ბიძგების ეპიცენტრი 5 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.

აღნიშნულ მიწისძვრას წინ კიდევ ორი შედარებით სუსტი ბიძგები უძღოდა. ქანების ძლიერი ძვრები ადგილობრივი დროით 21:09 საათზე დააფიქსირეს.

კუნძულზე მსხვილი ზარალის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა, თუმცა ხელისუფლება სიფრთხილის ზომებს იღებს.

ცნობისთვის, რამდენიმედღიანი უწყვეტი სეისმოლოგიური აქტივობის გამო, 11000-ზე მეტმა ადამიანმა უკვე დატოვა სანტორინი, დაახლოებით 7000 ადამიანი ბორნით გაემგზავრა, 4000-მა მოქალაქემ კი კუნძული საჰაერო გზით დატოვა.

დღის ამბები