საპროტესტო აქცია სერბეთში - ნოვი-სადში დემონსტრანტებმა სამი ხიდი გადაკეტეს. რკინიგზის სადგურის სახურავის ჩამონგრევის გამო გამართულ დემონსტრაციაში ათობით ათასი ადამიანი მონაწილეობდა.
საპროტესტო აქციის მონაწილეებს, რამდენიმე საათის განმავლობაში, გადაკეტილი ჰქონდათ მდინარე დუნაიზე ორი ხიდი, რის შემდეგაც მესამე - "თავისუფლების ხიდზე" 2 თებერვლამდე დარჩენა გადაწყვიტეს.
მიმდინარე კვირას, საპროტესტო გამოსვლების ფონზე, სერბეთის პრემიერ-მინისტრი გადადგა.
სადგურის განახლებული სახურავი პირველ ნოემბერს ჩამოინგრა, რასაც 15 ადამიანი ემსხვერპლა. მომხდარის გამო ბრალი 13 ადამიანს წაუყენეს.