შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაცია გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) უმაღლესი თანამდებობის პირებს გადადგომისკენ მოუწოდებს. როგორც CBS News-ი წერს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ახალი ადმინისტრაცია მათ გათავისუფლებით ემუქრება.
მედიასაშუალების ანონიმური წყაროები აცხადებენ, რომ საკადრო ცვლილებები FBI-ის ხელმძღვანელი პირების საქმიანობის გამოძიების ნაწილია.
FBI-ის მაღალი თანამდებობის პირების გათავისუფლებებზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც ბიუროს ხელმძღვანელის თანამდებობაზე ტრამპის მიერ წარდგენილ კეშ პატელს კონგრესის სენატში უსმენდნენ. პატელის თქმით, გამოძიების ფედერალური ბიუროს დამოუკიდებლობას შეინარჩუნებს.