უკრაინაში, საჰაერო განგაში რამდენიმე ოლქში, მათ შორის კიევში, დრონების საფრთხის გამო ჩაირთო.
დაიბომბა სუმის ოლქის 10 სასაზღვრო დასახლება. კრასნოპოლში, "შაჰედის" დრონით იერიშისას, 2 ადამიანი დაშავდა.
უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში, ფრონტზე სულ 125 საბრძოლო შეტაკება განხორციელდა.
რუსეთში კი, ვოლგოგრადის ოლქში, აფეთქებები დაფიქსირდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, უკრაინულმა დრონმა იერიში მიიტანა ნავთობ-გადამამუშავებელ ქარხანასა და საწყობებზე.
რაც შეეხება ომში მყოფი ქვეყნის დახმარებას; შვედეთმა უკრაინისთვის, ომის დაწყებიდან დღემდე, ყველაზე დიდი სამხედრო პაკეტის შესახებ განაცხადა, რომლის ღირებულებაც 1 200 000 000 დოლარზე მეტია.