იტალიის პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. ჯორჯია მელონის საერთაშორისო სისხლის სასამართლოს მიერ ძებნილი და შემდეგ დაკავებული ლიბიელი პოლიციელის მოულოდნელ გათავისუფლებაში ადანაშაულებენ.
სოციალურ ქსელში მელონიმ ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც განაცხადა, რომ პროკურორები მას ეჭვმიტანილად მიიჩნევენ სახელმწიფო სახსრების გაფლანგვასა და დანაშაულის ხელშეწყობაში, თუმცა ამბობს, რომ ის შანტაჟის უფლებას არავის მისცემს.
პრემიერის თქმით, გამოძიება ასევე იუსტიციის მინისტრის, შინაგან საქმეთა მინისტრისა და დაზვერვის საკითხებში კაბინეტის მდივნის მიმართაც დაიწყო.